აფხაზეთი “ღორის გრიპისთვის” ემზადება

2019-01-10 22:57:42
319

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. “ღორის გრიპისთვის” ემზადება. დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა დღეს ჟურნალისტებს ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად დაგეგმილი და უკვე მიმდინარე ღონისძიებები გააცნო.

როგორც ლიუდმილა სკორიკმა აღნიშნა, სადღეისოდ აფხაზეთში H1N1 ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილე ჰმართებს და პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მედიკოსებს უნდა მიმიმართოს

მისივე თქმით, წელს დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის ორგანიზება მოახდინა და სადღეისოდ გრიპისგან 3 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

ამასთანავე, სკორიკის ინფორმაციით, დე ფაქტო საზღვარზე ჩატარდება საკარანტინო ღონისძიებები “გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რესპუბლიკაში შეღწევის აღსაკვეთად”.