"რამზანს დღეს განტევების ვაცად აქცევენ, ომისთვის ნიადაგს ამზადებენ"

2019-01-10 20:04:42
868

რამზან კადიროვი ორი უსამართლო ომის ისეთივე მსხვერპლია, როგორიც სხვა ასიათასობით ჩეჩენი, - განაცხადა "Кавказ.Реалии"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ზაკაევმა. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ “რუსულ მედიაში გაჩაღებული კადიროვის საწინააღმდეგო კამპანიის უკან დგანან სამხედროები, უკმაყოფილოები იმით, რომ იგი თავის ხალხს იცავს”.

კადიროვისადმი მადლიერების შესახებ

– ​ აჰმედ, გროზნოს შტურმიდან 24 წელი გავიდა. საზოგადოებრივი აზრის რუსი ლიდერები აქვეყნებენ პათეტიურ “პოსტებს” დაღუპული ფედერალების შესახებ, ჩეჩნებს კი თითქმის არ იხსენიებენ. რატომ?

ჩეჩნეთის საკითხში ბლოგერები და ოპოზიცია (სისტემური და უსისტემო) იშვიათ ერთიანობას ავლენენ: “ჩეჩნები უნდა ან დავიმონოთ, ან გავანადგუროთ – ისინი უცხოტომელები არიანო!”.

ძალოვანები, პოლიტიკოსები და უფლებადამცველები თანხმდებიან იმაზე, რომ ჩეჩნეთი სადღეისოდ რუსეთის კონტროლს არ ექვემდებარება და მათი მთავარი ამოცანაა, ჩეჩნეთი კონტროლქვეშ დააბრუნონ.

–​ ფორმალურად, რუსეთმა გაიმარჯვა, ასე არ არის? ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეინარჩუნეს...

სამხედროები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები დარმუნებულები არიან, რომ მათ გამარჯვება მოპარეს. მათთვის გამარჯვება მდგომარეობს შესაძლებლობაში, ამ ტერიტორიაზე აკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ. თუმცა მათ “კადიროველები” უშლიან ხელს, რომლებიც მოელაპარაკნენ პუტინს [რუსეთის პრეზიდენტს] მარტივ პრინციპზე: ლოიალობა – ჩეჩნეთის სანაცვლოდ. პუტინმა მათ ჩეჩნეთი სამართავად გადასცა.

 


"რუსებს აღიზიანებთ, რომ პუტინი, რომელიც ჩეჩნების უნიტაზში ჩახრჩობას ჰპირდებოდათ, უფლებას აძლევს კადიროვს, არცთუ ცუდად იცხოვროს", – იჩქერიის დევნილი პრემიერი

რა თქმა უნდა, მსგავსი ვითარება არ აწყობთ რუს ძალოვანებს, რომელთა გათვლით, ჩეჩნეთი მათთვის უნდა მიეცათ, პუტინმა კი ფსონი თავად ჩეჩნებზე დადო.

–​ ანუ, კადიროვმა დაიცვა ჩეჩნები რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების თვითნებობისგან?

ჩეჩნეთში ბევრია კადიროვისადმი მადლიერი ადამიანი. მათი აზრით, ჩეჩნეთის დღევანდელმა მმართველებმა დაიცვეს ისინი რუსი სამხედროებისგან, რომლებიც რესპუბლიკაში 2000-2010 წლების პერიოდში ბოგინობდნენ.

ასეა თუ ისე, რუსი ჩეჩნეთში თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს, ვიდრე თავად ჩეჩენი. ეთნიკური რუსი ან იაკუტი უფლებადამცველის დევნის ალბათობა ჩეჩნეთში უფრო დაბალია, ვიდრე, მაგალითად, უიუბ ტიტიევის . კადიროვი ჩეჩნებში თავისი რეჟიმისთვის საფრთხეს ხედავს?

არა მგონია. ღია ოპოზიციური მოძრაობა მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ ჩეჩნეთში არ შეიმჩნევა: არც ჩეჩნების, არც რუსი უფლებადამცველების მხრიდან. კადიროვის რეჟიმს რუსეთში მოქმედისგან ცალკე მდგომად არ განვიხილავ.

კადიროვის ჩეჩნეთი – ეს პუტინის პირმშოა, მისი პოლიტიკური პლატფორმა. სანამ ხელისუფლებაშია, პუტინი იქ ცვლილებებს არ დაუშვებს. კადიროვი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც რეალიზდება პუტინის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში. და სანამ ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, იქ რაიმე ცვლილებებს ვერც საზოგადო მოღვაწეები მიაღწევენ და ვერც ვინმე სხვა.

–​ ვის ადანაშაულებს არსებულ მდგომარეობაში ადგილობრივი მოსახლეობა კრემლს, თუ კადიროვს?

ყველა თავის პრობლემას ისინი იმ კონტექსტში განიხილავენ, რომ ეს რეჟიმი მოსკოვმა დაამყარა. ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნების აღმასრულებლად აღიქვამენ.

იმ გენერლების შესახებ, რომლებიც ჩეჩნეთის მესამე ომის სადღეგრძელოს სვამენ

–​ დავუბრუნდეთ წაგებული ომის თეზისს. თქვენი აზრით, რას მოიმოქმედებს რუსული გენერალიტეტი ჩეჩნეთის გადაუჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით?

ჩვენი ინფორმაციით, რუსი გენერლები სუფრებზე პირველ სადღეგრძელოს ჩეჩნეთის მესამე ომისას სვამენ. ჯერ-ჯერობით კონსტრუქციას კადიროვი ამაგრებს, რომელსაც პუტინი მფარველობს.

სამხედროები და “ეფესბეშნიკები” პუტინს ყველაფერში უჭერენ მხარს, ჩეჩნეთის საკითხის გარდა. ვიმეორებ, ისინი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ პუტინმა რესპუბლიკა კადიროვს მისცა.

რას მისცემთ მათ კიდევ ერთი – მესამე საომარი კამპანია? სადღეისოდ რუსეთში პოპულარულია მოსაზრება, რომლის გაჟღერება სარისკოა სეპარატიზმის შესახებ მუხლის გამო. მაგალითად, ადამიანები თავს არაკომფორტულად გრძნობენ ჩეჩეთის მეზობლობის გამო - “მენტალურად განსხვავებულები ვართო".

ამაში ალბათ, დაგეთანხმებით. მართლაც განსხვავებულები ვართ. ჩეჩნები – ეს უძველესი დემოკრატიული წყობის ხალხია. სანამ რუსეთი კავკასიაში ექსპანსიას დაიწყებდა, ჩეჩნეთში არსებობდა დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპზე იყო დაფუძნებული.

ინგლისის ლორდთა პალატა, მაგალითად, ჩეჩნურ ინსტიტუტ მეხქ-ქხელის ანალოგია. ხოლო რას წარმოადგენდა ფეოდალური რუსეთი – ყველამ ვიცით! აქედან მომდინარეობს რუსეთ-ჩეჩნეთის მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირება. ასე იყო, ასეა და ასე იქნება, სანამ რუსეთი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

რუსი სამხეროებისთვის კი ჩეჩნეთი ერთგვარი ტრამპლინია (მეფეების დროიდან). ყველა სახელოვანი გენერალი კარიერას ჩეჩნეთში იშენებდა. თუნდაც ბოლო ორი კამპანია ავიღოთ.

 


ჩეჩნეთი, 1994 წლის 14 დეკემბერი

ამდენად, ახალგაზრდა რუსი სამხედროები თავის შანსს ელოდებიან. თავის სხვაგან წარმოჩენას ისინი ვერ შეძლებენ – სირიასა და უკრაინაში მათ ხელებში ჩაარტყეს. პატარა და უწყინარი ჩეჩნეთი კი მათთვის ხელსაყრელი პლატფორმაა.

ამ შანსის ლოდინი შეიმჩნევა რუსეთის არა მარტო ხელმძღვანელობაში, არამედ საზოგადოებაშიც, რომელსაც რუსული მედიის ანტიჩეჩნური ისტერია ახელებს. კადიროვს დღეს განტევების ვაცად აქცევენ. ყველა გამოცემა წერს ჩეჩნეთზე, მაგრამ თვალს ხუჭავს კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე სხვა რეგიონებში!

მოგიყვანთ მარტივ მაგალითს: გადაეკიდნენ კადიროვის რეზიდენციასრომლის დალაგება 51 მლნ რუბლი დაჯდა. თუმცა რატომღაც არავინ დაითვალა, რა თანხები ჯდება კრემლისა და სხვა ადმინისტრაციული შენობების შენახვა რუსეთში. ადმინისტრაციული შენობის შენახვა – ეს ნორმაა, ბიუჯეტში ამისათვის თანხებია გათვალისწინებული. ეს კორუფცია არ არის!

–​ თუ სწორად მესმის, ანტიკადიროვული პუბლიკაციები რევანშის მოშურნე სამხედროების მიერაა ინსპირირებული?

პირველი ომის დაწყებისთვის ჩეჩნური ავიზოს შესახებ ალაპარაკდნენ. რუსების ყველა გასაჭირი – გრევა და სიღატაკე ჩეჩნებს გადააბრალეს, რომლებიც თითქოს ფულს იპარავენ.

რუსული მედია წერდა ასევე არარსებული ჩეჩნური მაფიის შესახებ, რომელიც “ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა”. სადღეისოდ სრული სიზუსტითაა ცნობილი: ყველა, ვინც ჩეჩნური მაფიის ავტორიტეტად დასახელდა, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. იგივე “მაფიოზი” რუსლან ათლანგერიევი КГБ-ს (შემდგომში ФСБ-ს) საშტატო თანამშრომელი იყო. და ასეთი მაგალითი უამრავი შემიძლია, მოგიყვანოთ.

მეორე საომარი კამპანიის დაწყებამდე ჩეჩნეთში შემოაგზავნეს ადამიანები, რომლებიც ვაჰაბიტური იდეოლოგიის პროპაგანდირებას ახდენდნენ. რუსულმა სპეცსამსახურებმა ადამიანების გატაცება დაიწყეს. გაიხსენეთ ტელეარხ ОРТ-ს სამი ჟურნალისტის გაუჩინარება, მათი გამტაცებლების ვინაობა დღემდე არავინ იცის. ჩეჩნეთი პატარა რესპუბლიკაა, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ფარდა ეხდება. თუმცა არა აქ.

ბრიტანელებისა და ახალზელანდიელის გახმაურებული მკვლელობაც თავების მოკვეთით – ეს თავიდან ბოლომდე რუსული სპეცსამსახურების ოპერაცია იყო. ყველაფერი, რაც ხდებოდა რუსეთში, ჩეჩნეთს ბრალდებოდა, როგორც გამტაცებლების ბუდეს.

სადღეისოდ კადიროვი ჩეჩნურ ავიზოდაა ქცეული – თითქოს რუსებს ფულს ჰპარავს. რუსული სპეცსამსახურები ნიადაგს ამზადებენ საომარი მოქმედების დასაწყებად. განვმეორდები, პუტინის დროს ეს არ მოხდება, თუმცა პუტინი მუდმივი არაა, გენერალიტეტი და სპეცსამსახურები კი არიან.

–​ კადიროვი თითქოს თავად აწვდის საზრდოს მოწინააღმდეგეებსემუქრება ოპონენტებს ("ვინც ვერ გაიგო, გაიგებს"), შოკისმომგვრელად ძვირ საჩუქრებს სჩუქნის ცნობად სახეებსგააჩნია ზოოპარკი, ყოველმხრივ ფანტავს ფულს.

ნავალნის ფონდი დასტბით აქვეყნებს გამოძიების შოკისმომგვრელ მასალებს პუტინის მეგობრების შესახებ, კორუფციის მსგავსი მასშტაბები კადიროვს არც დაჰსიზმრებია! თუმცა მათ შესახებ თითქმის არავინ წერს, ზოგიერთი ინტერნეტ-რესურსისა და ბლოგერის გარდა.

ბევრ რამეს კადიროვი იმის გამო სჩადის, რომ უბრალოდ არ ესმის. თავს იჩენს ასაკი და ნორმალური განათლების არქონა. ბოლომდე ობიექტურები რომ ვიყოთ, ის ამ უსამართლო ომების ისეთივე მსხვერპლია, როგორც ასიათასობით სხვა ჩეჩენი. უმართავი და არაკომფორტული აჰმად კადიროვის მკვლელობა და შემდგომში მის ნაცვლად რამზანის დანიშნვა ცინიზმის უმაღლესი ფორმა იყო.

ეთნიკური წმენდის შესახებ

–​ რამზანი – ეს გარანტირებული ჰაიპია, ანუ “კლიკები”და ციტირება. მას ბევრად უფრო აქტიურად განიხილავენ, ვიდრე, მაგალითად, იგორ სეჩინის “როსნეფტს”.

იმიტომ, რომ ის უცხოტომელია. ჩვენ – ჩეჩნები რუსეთისა და რუსული საზოგადოებისთვის მათიანებად არასოდეს ვიქცევით. გაიხსენეთ იგივე რუსლან ხასბულატოვი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. იგი ალექსანდრე რუცკოისთან ერთად გაასამართლეს, თუმცა შემდგომში რუცკოი გუბერნატორი გახდა, ჩეჩენი ხასბულატოვი კი სახელმწიფო სათათბიროშიც კი აღარ შეუშვეს.

იგივე ხდება დღეს კადიროვთან დაკავშირებით. ნარჩუნდება რუსული დიადდერჟავული შოვინიზმი, კავკასიელებს ეკიდებიან, როგორც უცხოტომელებს. ობივატელისთვის უფრო საინტერესოა რომელიმე ვიდეო-რგოლი უცხოტომელი კადიროვის მონაწილეობით, ვიდრე რომელიმე მათიანი – რუსი ჩინოსნის შესახებ. ის, რასაც “თავისიანები” სჩადიან, თითქოს ნორმაა. რუსებს აღიზიანებთ, რომ პუტინი, რომელიც მათ ჩეჩნების უნიტაზში ჩახრჩობას დაჰპირდა, შესაძლებლობას აძლევს კადიროვს, არცთუ ცუდად იცხოვროს.

–​ იმ კადიროვს, რომელიც რუსებს ხოცავდაო, - გიპასუხებენ. "ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ხებოდა ეთნიკური წმენდა არაჩეჩნების ხოცვით", –​ ირწმუნება თავის ბლოგში ცნობილი ფოტოგრაფი ილია ვარლამოვი.

ეს სიცრუეა და სრული პროპაგანდა! ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს ამ საკითხის [ეთნიკური წმენდის] შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის შექმნას. ჩეჩნეთში რუსების არანაირი გენოციდი არ ყოფილა. იცით, რამდენი რუსი დაბრუნდა ჩეჩნეთში პირველი ომის შემდეგ, რომელიც რუსეთში ვერ მოეწყო?

დაახლოებით 50 ათასი რუსულენოვანი გროზნოს შტურმის დროს დაიღუპა (ისინი ძირითადად ქალაქში ცხოვრობდნენ). ბუნებრივია, რუსეთის სამხედრო აგრესიის რუსულენოვანი მსხვერპლნი ახლა ყველაფერში ჩეჩნების დადანაშაულებას ცდილობენ.

 

 

პოლიტიკოსი ილია იაშინი დარწმუნებულია: კადიროვის ხელისუფლება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

1994 წლის ნოემბრიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში შევდივარ და ჩეჩნური მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად ვრჩები. მე ვაგებ პასუხს მონაცემებზე, რომელიც ამ ინტერვიუში გავაჟღერე.

მზად ვართ სათანამშრომლოდ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ტერიტორიაზეა ჩადენილი. სხვათა შორის, 2018 წლის 23 თებერვალს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მივმართეთ.

–​ ამტკიცებთ, რომ რუსი გუბერნატორები კადიროვზე არანაკლებს იპარავენ. თუმცა მავანი შეიძლება, შეგეწინააღმდეგოთ - “იპარავენ, მაგრამ არ კლავენო (ყოველ შემთხვევაში, ღიად)”.

კადიროვის შესახებ დღეს ამას ამბობენ ისინი, ვისთვისაც ის გმირი იყო, როდესაც ჩეჩნეთში განუკითხაობა სუფევდა და წმენდები ტარდებოდა. იმხანად იგი ჩეჩნებთან ბრძოლას განსახიერებდა, რადგან ფედერალების მხარეს გადავიდა. მას ჯილდოები და წოდებები გადასცეს.

ხოლო როდესაც ეს ეტაპი დასრულდა და კადიროვმა ჩეჩნების დაცვა დაიწყო (თუმდაც თავისი უახლოესი გარემოცვის), იგი რუსული საზოგადოების მთავარ მტრად გადაიქცა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთიდან 5 ტრილიონი დოლარია გატანილი! რეალურად კი, ვფიქრობ, თანხა ორჯერ დიდია. რუსი კორუფციონერების ოჯახები უცხოეთში ცხოვრობენ, ყიდულობენ ვილებს, იახტებს… თუმცა ისინი, ვინც კადიროვს მისი რეზიდენციის დალაგების გამო აკრიტიკებს, ამის შესახებ დუმან. ეს – იმიტომ, რომ რუსი კორუფციონერებისგან განსხვავებით, კადიროვი მათთვის უცხოტომელია.

ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების შესახებ

–​ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებები მართლაც ირღვევა, თუ ეს მათი მონაგონია, ვინც კადიროვს უცხოტომელად მიიჩნევს?

რა თქმა უნდა, ირღვევა! ისევე, როგორც მთელს რუსეთში. და სანამ რესპუბლიკა რუსეთის იურისდიქციაშია, ჩეჩნეთში უფლებები დაირღვევა. ჩეჩნები ხომ რუსეთის ფედერაციაში ძალით იმისთვის არ შეუთრევიათ, რომ გაეკეთილდღევებინათ, არამედ იმისთვის, რომ გაენადგურებინათ ეს კუნძული სამომავლო კეთილდღეობისა, რომლის კონტურები უკვე იკვეთებოდა. 1991-93 წლებში ჩეჩნეთი, ეკონომიკური ბლოკადის მიუხედავად, მტკიცედ ვითარდებოდა. დასვენების დღეებში რუსეთის მთელი სამხრეთიდან ხალხი ავტობუსებით ჩამოდიოდა პროდუქტებისა და სამრეწველო საქონლის შესაძენად.

თუმცა ეუთო მოხსენებებს რუსეთის ყველა რეგიონის შესახებ არ ამზადებს. დოკუმენტში, კერძოდ, გეებისა და ლესბოსელების დევნაა დაგმობილი.

ФСБ-ს [რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური] წარმომადგენლებმა ჩეჩნეთში პროვოკაცია მოაწყვეს. იციან რა, როგორ რეაგირებენ კავკასიელები არატრადიციული ორიენტაციის მქონეებზე (ჰომოსექსუალებზე), გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რო გროზნოსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებში გეი-აღლუმები ჩატარდება...

გაერომ, ეუთომ და ევროპის საბჭომ ჩეჩნეთის შესახებ რეზოლუცია მიიღეს. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი რუსეთის პრეზიდენტისგან იქ წესრიგის დამყარებას მოითხოვს. ამისკენვე მოუწოდებენ პუტინს რუსი უფლებადამცველები და ოპოზიცია. მაგრამ რუსული წესრიგი ჩვენს ტყავზე ერთი-ორჯერ უკვე გამოვცადეთ. ანტიკადიროვული კამპანია იმისთვის წარმოებს, რომ რუსეთს ხელი გაეხსნას და ჩეჩნეთში ომი დაიწყოს.

–​ და მაინც, იძულებული ვარ, დაგაზუსტებინოთ: ავიწროებენ თუ არა ჩეჩნეთში გეებსა და ლესბოსელებს?

არ ვიცი, გამოძიება არ მიწარმოებია. თუმცა შემიძლია, ერთი რამ ვთქვა: უახლოესი 100 წელი ჩრდილოეთ კავკასიაში არ იქნება გეი-აღლუმები. ვიცნობ რა კავკასიელთა ისტორიასა და მენტალობას, გარწმუნებთ: ეს მოვლენა [ლგბტ] რეგიონში ლეგიტიმაციას ვერ ჰპოვებს.​