"თუ ეს სია დამტკიცდა, შეიძლება, პარლამენტში ტროტილით მივიდე"

2019-01-10 19:19:12
1193

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას დაუჭერს მხარს, ძალიან გაბრაზდება.   

 თუ ეს სია დამტკიცდება, მე ძალიან გავბრაზდები. წამოსვლა ამ შემთხვევაში შეიძლება, ვერც მოვახერხო, რა... ძალიან გავბრაზდები, აი, ჭკუიდან გადავალ, აბსოლუტურად არაადეკვატური გავხდები... რაში გამოიხატება ეს, მაგი მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს​, ავიფეთქო თავი, პარლამენტში ტროტილით მივიდე. 

იცი რა, მე მგონია, რომ ეს არის ჩემი პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა, ამიტომ მე ამაზე უკან ვერ დავიხევ.შ ეიძლება საერთოდ არაადეკვატური გავხდე და რაიმე ისეთი რამე გავაკეთო, რაც სისხლის სამართლის კოდექსსაც ეწინააღმდეგება,– განაცხადა ფოფხაძემ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

ცნობისთვის: მოსამართლეობის კანდიდატთა სია მმართველ გუნდში განხეთქილების საგნად იქცა. თანამდებობა დატოვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულს უკავშირდება. მისივე ქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მას სიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. ამ დოისთვის სიის განხილვა გაზაფხულამდეა გადადებული. სიას კატეგორიულად არ უჭერს მხარს არასამთავრობო სექტორი და პარლამენტისგან კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის ჯანსაღი პროცედურის განსაზღვრას ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც და აღნიშნა, ემაზე ფართო მსჯელობა შედგება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.