New York Times-მა ბათუმი 2019 წლის საუკეთესო ტურისტული ადგილების სიაში შეიყვანა

2019-01-10 18:36:07
234

New York Times-მა ბათუმი 2019 წლის საუკეთესო ტურისტული ადგილების სიაში შეიყვანა. ამერიკული გამოცემა მოგზაურებს წელს მსოფლიოს 52 ქალაქის მონახულებას სთავაზობს, მათ შორის ბათუმს 38-ე ადგილი უკავია. 

გამოცემის თანახმად, საქართველოს მომხიბვლელი დედაქალაქი - თბილისი ბოლო ათწლეულებში ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა, მაგრამ ზღვისპირა ბათუმი მოგზაურებს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

სიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბათუმი, რომელიც უკვე პოპულარულია რუსეთის, ირანის, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეებს შორის, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ნამდვილი აღმოჩენა იქნება.