ხანძარი ქუთაისში: არის მსხვერპლი

2019-01-10 17:10:58
318

ქუთაისში ხანძარს 65 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების განცხადებით, კვამლი გამთენიისას შენიშნეს, თუმცა ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

მეხანძრეებმა სახლში მყოფი 83 წლის ქალბატონის გადარჩენა შეძლეს, მამაკაცი კი გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, ხანძარი სავარაუდოდ ელექტრო სადენების გაუმართაობამ გამოიწვია.