რუსეთის საგარეო უწყებაში იაპონიის ელჩი დაიბარეს

2019-01-10 15:52:34
78

რუსეთმა ოფიციალურ ტოკიოს ბრალი დასდო დაძაბულობის ხელოვნურად გამწვავებაში პრემიერ-მინისტრ შინზო აბესა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებების წინ და საგარეო უწყებაში იაპონიის ელჩი დაიბარეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 იანვარს განაცხადა, რომ იაპონიის ელჩი ტოიოჰისა კოზუკი სამინისტროში „დაპატიჟა“ ტოკიოს მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, წყნარი ოკეანის სადავო კუნძულების იაპონიისთვის შესაძლო დაბრუნების შესახებ.

კუნძულების თაობაზე დავის გამო მოსკოვსა და იაპონიას დღემდე არ მოუწერიათ ხელი მეორე მსოფლიო ომის დასრულების სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის.