თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა შეფერხდა

2019-01-10 13:35:35
151

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელექტროენერგიის არარსებობის გამო, მუშაობა შეფერხებულია.

როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა, როდის მიეწოდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ელექტროენერგია, ამ დროისთვის ზუსტი პასუხი არ გააჩნიათ.