საქართველოს ბანკს ახალი გენდირექტორი ჰყავს

2019-01-10 11:42:13
219

საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე კახა კიკნაველიძე შეცვალა. გაჩეჩილაძე ახალ თანამდებობას 2019 წლის 28 იანვარს დაიკავებს. 

"დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, მიიღო შემოთავაზება დაიკავო CEO-ს პოსტი საქართველოს ბანკში. საქართველოს ბანკი არის შესანიშნავი ორგანიზაცია, რომელსაც ქვეყანაში გამორჩეული პროფესიონალების გუნდი უდგას სათავეში და აქვს უდავოდ გამორჩეული და ძლიერი ბრენდი. ქართულ საფინანსო სექტორში არაერთი გამოწვევაა, მნიშვნელოვანია განვითარდეს უფრო მეტი საბანკო სერვისი, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებზე და უახლეს ინოვაციებზე იქნება დამყარებული,"- ამბობს გაჩეჩილაძე.