რუს დამკვირვებლებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასწრება აუკრძალეს

2019-01-10 10:01:56
170

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუს დამკვირვებლებს არ მიიწვევენ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უკრაინის კანონმდებლობით, რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, ამიტომ რუს დამკვირვებლებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასწრება აკრძალული აქვთ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც უკრაინის ხელისუფლება „ეუთოს“ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანი უფლებათა ბიუროს მიმართავს და 31 მარტს დაგეგმილ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნას სთხოვს.

კლიმკინმა ასევე განმარტა, რომ უკრაინის საგარეო უწყება რუსეთის პასპორტის მფლობელების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით გაგზავნილ მოთხოვნებს არ განიხილავს.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს არის დაგეგმილი.