ტოჩინოშინი ტრავმირებულია

2019-01-09 23:21:28
170

ლევან გორგაძემ შესაძლოა წლის პირველი სუპერტურნირი გამოტოვოს. 13 იანვარს ტოკიოში ჰაცუ ბაშო იწყება, თუმცა მიიღებს თუ არა მონაწილეობას შეჯიბრში ქართველი მებრძოლი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

ტოჩინოშინმა მოსამზადებელ ეტაპზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა და არის ალბათობა რომ ქართველმა ოძეკიმ ის ტურნირი გამოტოვოს, რომელიც 2018 წელს ტრიუმფით დაასრულა და იმპერატორის თასი ისტორიაში პირველად მოიგო.

თუ გორგაძე ტურნირს გამოტოვებს, უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდება და შემდეგ ბაშოზე ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მინიმუმ, რვა გამარჯვება დასჭირდება.