„არ იციან რას აკეთებენ, ან ქვეყანაში საფინანსო სისტემას შეგნებულად ანგრევენ“

2019-01-09 17:34:28
248

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, „ის, რაც ახლა „თიბისი ბანკის“ გარშემო ხდება, პირველ რიგში სახელწმიფო ინტერესს აზიანებს“.

„არ არის სწორი, როდესაც საფინანსო, საბანკო სისტემასთან დაკავშირებით რაღაც ინსინუაციები და შეთქმულების თეორიები ვითარდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საფინანსო სისტემები, მით უმეტეს ისეთი, როგორიც "თიბისი ბანკია" სახელმწიფო ქსოვილში, ძალიან სენსიტიურია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერმა ზედმეტად მოუზომავად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება, გარკვეული შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. და ამით დაზარალდეს არათუ ბანკი, არამედ მთლიანად საფინანსო სისტემა. აქედან გამომდინარე, ის, რაც მოხდა გუშინ, ე.წ ინფორმაციის გაჟონვა, ვფიქრობ, უპასუხისმგებლობის აშკარა ნიმუშია. მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. ვინც ამას აკეთებს, არ იცის რას აკეთებს და რას ეთამაშება, ან შეგნებულად ანგრევს ქვეყანაში საფინანსო სისტემას. ეს შესაძლოა, სოციალურ პრობლემაში გადავიდეს და სერიოზული ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდეს საფინანსო სტაბილურობას ქვეყანაში. აბსოლიტურად გაუგებარია რას ეთამაშებიან, როდესაც ავითარებენ რაღაც თეორიებს. ფაქტია, თუ ამას ვინმე შეგნებულად აკეთებს, ის პირველ რიგში სახელწმიფო ინტერესს აზიანებს“ – განუცხადა გია ხუხაშვილმა "აქცენტს" "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ, დეტალები იხილეთ http://www.accentnews.ge/ge/news/details/65477