ლარის ახალი კურსი ცნობილია

2019-01-09 17:19:28
305

9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6675 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6702 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.27 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0543 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0563 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.20 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 10 იანვარიდან შევა ძალაში.