გაგრაში ხანძარს ადამიანი ემსხვერპლა

2019-01-09 16:56:10
140

ოკუპირებულაფხაზეთის საკურორტო ქალაქ გაგრაში ხანძარს ადამიანი შეეწირ.

ცეცხლი შემოვლითი გვირაბის სიახლოვეს მდებარე კერძო სახლში დღეს დილით გაჩნდა.

ოკუპირებული რეგიონის საგანგებო სიტუაციათა დე ფაქტო სამსახურის ინფორმაციით, ხის სახლი მთლიანად დაიწვა. დაღუპულია ხანში შესული ქალბატონი.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარებს გამოძიება, - იუწყება «Абхазия-Информ».

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებული ვითარება ოკუპირებულ რეგიორნში ძალზე რთული რჩება. წლის დასაწყისიდან აალების 16 და ხანძრის 3 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 2 ადამიანი.