„თიბისი ბანკის“ აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე შემცირდა

2019-01-09 16:22:16
192

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი დილიდან დაახლოებით, 1%–ით შემცირდა. ამ დროისთვის, ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება 14.7 გირვანქა სტერლინგია, დილით კი, ვაჭრობის დაწყებისას, ღირებულება 15 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

ლონდონის საფონდო ბირჟის საიტზე დღეს „თიბისი ბანკის“ მიერ მათ შესახებ დაწყებულ საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზი გამოქვეყნდა. ამ თემაზე ინფორმაცია გავრცელდა საერთაშორისო მედიასაშუალებების მეშვეობითაც.

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ, დეტალები იხილეთ http://www.accentnews.ge/ge/news/details/65477