JPMORGAN, EBRD - ვინ არიან "თიბისის" ყველაზე მსხვილი აქციონერები?

2019-01-09 16:15:05
420

“თიბისი ბანკი” საქართველოს საფინანსო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, ბანკის მიერ გამოქვეყნებული მმართველობითი ანგარიშგების მიხედვით, “თიბისის” აქტივების მოცულობა 2017 წლის მდგომარეობით, 13 მილიარდ ლარს შეადგენს. 

ანგარიშგების მიხედვით, “თიბისიზე” საქართველოს საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების - 36.4%, მთლიანი სესხების - 38.2%, ხოლო მთლიანი დეპოზიტების 39% მოდის. 

2017 წლის განმავლობაში ბანკის წმინდა მოგება 21%-ით გაიზარდა და მან 362.8 მილიონი ლარი შეადგინა. “თიბისიში” განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2017 წლის განმავლობაში 7.83 მილიარდამდე გაიზარდა, მთლიანი სესხების მოცულობა კი 16%-ით გაიზარდა და 8.55 მილიარდი ლარი შეადგინა. 

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის ბენეფიციარ მესაკუთრეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს, წარმოადგენდნენ: 

მამუკა ხაზარაძე - 13.52%
ბადრი ჯაფარიძე - 6.76%
European Bank for Reconstruction and Development - 8.17%
JPMorgan Asset Management - 8.43%
Schroder Investment Management - 7.74%
Dunross & Co - 5.50% 

თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე რეგისტრირებული კომპანიის, თიბისი ბანკის ჯგუფის, ძირითადი შვილობილი კომპანია. ჯგუფის აქციების ღირებულება ამ დროისთვის 1,484 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 1,500-თან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია. 

ბანკის კლიენტების რაოდენობა 2 მილიონს აღემატება. თიბისი ბანკი საქართველოს მასშტაბით ფლობს 159 ფილიალს, 2,790 თვითმომსახურების ტერმინალსა, 480 ბანკომატს ფლობს. 

ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო დამსაქმებელიცაა, ბანკში 7000 ადამიანი მუშაობს.

წყარო: http://www.bm.ge

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ, დეტალები იხილეთ http://www.accentnews.ge/ge/news/details/65477