აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია

2019-01-09 15:18:34
95

აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 4-დან 5 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. როგორც სინოპტიკოსებმა განაცხადეს, შავ ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, ხვალ აჭარაში გამოიდარებს.

ამ დროისათვის ბათუმში წვიმს, ხოლო მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვს.