საქართველოს ვარდნა და სომხეთის აღმასვლა "ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტის" 2018 წლის „დემოკრატიის ინდექსში“

2019-01-09 14:44:48
382

ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევის შედეგების მიხედვით, რეგიონში საქართველოს დემოკრატიის ინდექსი ყველაზე მნიშვნელოვნად - 2017 წლის 5.93-დან 2018 წლის 5.50-მდე დაეცა.

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მაისში მის მიერვე ჩამოყალიბებული მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში პოლიტიკაში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ არჩევითი თანამდებობა არ დაუკავებია, შეცვალა მთავრობის პოლიტიკა“ - აღნიშნავს გამოცემა.

მაგალითად „ეკონომისტს“ მოჰყავს ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისას გამოცხადებული მთავარი მიზეზი - „უთანხმოება ბატონ ივანიშვილთან“ და არა ხალხის მასობრივი უკმაყოფილება მთავრობის საქმიანობით.

„ბატონი ივანიშვილის გავლენით მთავრობა ასევე ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და 600 000 მოქალაქეს საბანკო  ვალების ჩამოწერას დაჰპირდა, რაც არჩევნებიდან 2 კვირაში აღასრულა. ამ გადაწყვეტილებამ მთავრობას საარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის წინაშე მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭა“ - ნათქვამია „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის" მიერ მომზადებულ ავტორიტეტულ კვლევაში „დემოკრატიის ინდექსი“, რომელიც 2018 წელს მოიცავს.

საქართველო ინდექსში კვლავ „ჰიბრიდული რეჟიმების“ რიგში რჩება, თანაც გაუარესებული ინდექსით:

კვლევის შედეგების მიხედვით, რეგიონის „ჰიბრიდულ რეჟიმებს“ შორის ყველაზე მკვეთრი ზრდა ჰქონდა სომხეთს, რომლის ინდექსი 2017 წლის 4.11-იდან 4.79-მდე გაიზარდა. მიზეზად წარმატებული ხავერდოვანი რევოლუცია და ნიკოლ ფაშინიანის მიერ გატარებული ანტიკორუფციული რეფორმები სახელდება.

რეგიონში სომხეთთან ერთად მაკედონიის, მონტენეგროს და ბოსნია-ჰერცოგოვინას „დემოკრატიის ინდექსია“ გაუმჯობესებული, მაშინ, როდესაც საქართველოსთან ერთად გაუარესებულია მოლდოვას მდგომარეობა.