ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლები ფრინველების უჩვეულო ქცევამ შეაშფოთა [ვიდეო]

2019-01-09 13:56:50
3103

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლები ფრინველების უჩვეულო ქცევით არიან შეშფოთებულები.

მეორე დღეა, მოსახლეობა თვალს ადევნებს ჩიტების ანომალიურად დიდი გუნდების გადაფრენას. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვრცელდება. 

საით მიემართება დიდი სისწრაფით ფრინველების უწყვეტი ნაკადი და რითაა გამოწვეული ეს მოვლენა, - უცნობია.