მკურნალობის შემდეგ მინისტრი დღეს სამსახურში მივიდა

2019-01-08 17:21:18
255

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე თითქმის ორთვიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, დღეს სამსახურში მივიდა. ფოტო Facebook-ზე კახი კანდელაკმა გამოაქვეყნა.

მიხეილ გიორგაძე 18 ნოემბერს, გამთენიისას ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. არსებული ცნობით, მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იყო. ის ხეს შეეჯახა. მას მრავლობითი მოტეხილობა და მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

ის საქართველოდან თურქეთში, „ამერიკან ჰოსპიტალში“ სამკურნალოდ გადაიყვანეს, საიდანაც გუშინ, 7 იანვარს გაწერეს.