ცხინვალმა აეროპორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია უარყო

2019-01-08 16:19:32
164

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერის ადმინისტრაციამ უარყო ინფორმაცია დედაქალაქის სიახლოვეს აეროპორტის მშენებლობის თაობაზ.

«ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს რესპუბლიკას არ გააჩნია გეოგრაფიული შესაძლებლობები მსგავსი პროექტის რეალიზებისთვის», - განუცხადეს ადგილობრივ სააგენტო «Рес»- დე ფაქტო ამინისტრაციაში.

ცნობისთვის: დაუდასტურებელი ინფორმაცია ცხინვალის სიახლოვეს აეროპორტის მშენებლობის შესახებ წინასაახალწლოდ სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთ ოსურ მედიასაშუალებაში გაჩნდა.