შტორმი, ძლიერი თოვა: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2019-01-08 14:59:37
916

9 იანვარს საქართველოს მთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი,ზოგგან ნისლი და ქარბუქი.

ასევე ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მთიან ზონებში ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.