ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობა აღარ სურს

2019-01-08 14:04:18
89

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაზა ოქუაშვილისათვისუმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ განაცხადა, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, ზაზა ოქუაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართა. სხდომაზე საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

კომიტეტის წევრებმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკითხს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.