საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს

2019-01-06 15:10:19
231

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საპატრიარქო საკუთარ პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს

"სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი", - აღნიშნა მეუფე შიომ.

სტამბოლში უკრაინისთვის ტომოსის მინიჭების ცერემონია გაიმართა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მსოფლიო პატრიარქმა ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტი უკრაინის ეკლესიის მეთაურს ეპიფანეს გადასცა.