"ქუთაისის მერმა 21 წლის წინ გარდაცვლილი მომღერალი შეხვედრაზე დაიბარა"

2019-01-06 14:57:49
755

21 წლის წინ გარდავლილი მომღერალი ქუთაისის მერმა გასაუბრებაზე დაიბარა. გიორგი ჭიღვარიას ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და მასთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა,– იუწყება "ქუთაისი თუდეი".

თავად ქუთაისის მერი ირწმუნება, რომ მან არა ზურაბ ანჯაფარიძესთან, არამედ, მის მეუღლესთან გასაუბრება ისურვა. როგორც გიორგი  ჭირღვაია ამბობს, გარდაცვლილი მომღერლის მეუღლე მასთან  ერთი წლის წინ იყო მისული და მუზეუმის გახსნას ითხოვდა.

„გარდაცვლილი მომღერლის მუზეუმის შექმნაზე იყო საუბარი. არ დამიბარებია, თვითონ მოვიდა და ვისაუბრეთ მუზეუმზე, რომლის შექმნაც უნდოდა მისი გარდაცვლილი მეუღლისათვის. თითქოს არ ვიცოდი ვინ იყო, გარდაცვლილი იყო თუ არა რა თქმა უნდა პროვოკაციაა და მიზანმიმართულად ცდილობენ დისკრიმინაციას, რომელზეც მე პასუხსაც არ გავცემ,“-განაცხადა გიორგი ჭირღვაიამ