მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა

2019-01-06 12:49:34
225

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსიგადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

ტომოსის გადაცემის შემდეგ ეკლესიაში შეკრებილებს სიტყვით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა ეპიფანემმიმართეს.

​ტომოსის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. მან უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემას ისტორიული მოვლენა უწოდა.

შეგახსენებთ, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს გუშინ ხელი მოაწერა. 7 იანვარს ტომოსსკიევში, წმინდა სოფიოს სახელობის ტაძარში გამოფენენ.