უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2019-01-06 12:46:11
597

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვარს, დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

კერძოდ, 6 იანვარს დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.