ბოლნისის „სიონი“ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

2019-01-06 09:38:20
110

ბოლნისის „სიონი“ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. შესაბამისად, "სიონს“ ახალი სეზონიდან ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე აღარ ეყოლება, სამი მათგანი კი მცველია.

გიორგი დათუნაიშვილს, გურამ მინდორაშვილსა და სანდრო გურეშიძეს ეროვნულ ლიგაში დარჩენილ კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში ამოეწურათ და. მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს. გურამ გიორბელიძე კი გორის „დილაში“ გადავიდა.

ბოლნისის „სიონმა“ ძირითადი ბირთვის რვა მოთამაშესთან კონტრაქტები გაახანგრძლივა.