უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2019-01-04 10:40:51
1378

4 იანვარს საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით თბილი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, დღის ბოლოდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, თოვლისა თუ თოვლჭყაპის სახით, იქნება მცირე ნალექი. 4 იანვარს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12-17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი იქნება. თბილისში 4 იანვარს 10 გრადუსია ნავარაუდევი.

„4 იანვრის დღის ბოლოდან საქართველოში დასავლეთიდან შემოდის ცივი ჰაერის მასები, რაც გამოიწვევს ნალექს და ტემპერატურის დაკლებას. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს და ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და თბილისში აღინიშნება მცირე ნალექი, ზოგან თოვლჭყაპის სახით, მთაში და მაღალ მთაში - თოვლის სახით. თბილისში თოვლი ნაკლებადაა მოსალოდნელი. მომდევნო რამდენიმე დღე, 7 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით თბილი იქნება, თუმცა 7 იანვარს უკვე საგრძნობლად დაიკლებს, როგორც დღის, ისე ღამის გამავლობაში“, - აცხადებენ სააგენტოში.