ცხინვალი დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარს 3 დღით კეტავს

2018-12-28 16:12:23
231

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარს 3 დღით კეტავს.

“საახალწლოდ უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მიზნით ა.წ. 30 დეკემბრის 20:00 საათიდან მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. გამშვები პუნქტების მუშაობა 2 იანვარს 6:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, – ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.