ბიბილოვი: „ტრამპის მსგავსად კედელს არ ავაშენებთ, თუმცა საქართველოსთან საზღვრის გამაგრება გაგრძელდება“

2018-12-27 21:25:50
742

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონოს დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, იგი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მსგავსად კედლის აგებას არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ „საქართველოსთან საზღვრის გამაგრება გაგრძელდება“.

ამ კონტექსტში ბიბილოვი დე ფაქტო საზღვართან საქართველოს ანტისაოკუაციო მოძრაობის „ძალა ეთობაშია“ აქტივობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა:

„ქართულმა მხარემ ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე სიარულს მოუხშირა. ამასთან, საქართველოს მოქალაქეები არცთუ საუკეთესოდ იქცევიან, სხვადასხვა სახის პროვოკაციულ აქციებს აწყობენ, ჩვენი რესპუბლიკა მეზობლის მხრიდან მუდმივად სიურპრიზების მოლოდინში ცხოვრობს, ვინაიდან არ ვიცით, რა მოუვა თავში მორიგ სააკაშვილს“.

ამ კონტექსტში ბიბილოვმა „რუსეთთან უსაფრთხოების ერთიანი კონტურის ჩამოყალიბების“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„გასაგებია, რომ საქართველო არ შეეგუება იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც გვაქვს. თუმცა მეორეს მხრივ,რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, სადაც ნათლად არის გაწერილი, რომ რომელიმე მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმად განიხილება. უსაფრთხოების ერთიან კონტურს ვქმნით. საქართველოში არც ერთ ქორს გამბედაობა არ ეყოფა ხელყონ ჩვენი მტკიცე განწყობა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო საზღვრები“, - განაცხადა ბიბილოვმა.“