პირველი ქართველი ქალი რეჟისორის აკრძალული ფილმები ეკრანს 85 წლის შემდეგ უბრუნდება

2018-12-26 20:01:17
410

ნუცა ღოღობერიძის პირველი ფილმი, რომელიც რუსეთიდან საქართველოს დაუბრუნდა, „ბუბა“ იყო.

პროექტი „ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნება“ 2016 წელს დაიწყო. სულ ჩამოტანილია 34 ფილმი.

კინოცენტრმა გადაწყვიტა, ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილესთვის საჩუქარი გაეკეთებინა და სწორედ ამიტომ შეირჩა ფილმი „უჟმური“.

დედის ფილმს პრემიერაზე ლანა ღოღობერიძე პირველად ხვალ ნახავს. დახურული პრემიერის შემდეგ კი, 2019 წელს მოსკოვიდან ჩამოსული კინომემკვიდრეობის ფილმების ჩვენება ეროვნულ არქივშია დაგეგმილი .