რა დაგიჯდებათ საახალწლო არდადეგები საქართველოს ზამთრის კურორტებზე

2018-12-26 13:58:14
348

 

 

მათთვის, ვისაც ახალი წლის გატარება ქალაქგარეთ, ზამთრის კურორტზე აქვს გადაწყვეტილი „აქცენტმა“ მოიძია ფასები, თუ რა დაუჯდება წყვილს, ან მეგობრების ჯგუფს საქართველოში საახალწლოდ დასვენება. უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ნომრები უკვე რთულადაა მოსაძიებელი, რადგან მათი უმეტესობა იანვრის შუა რიცხვებამდე არის დაჯავშნილი.   

ბაკურიანი


Booking.com-ის მონაცემებით, მინიმალური ფასები ბაკურიანში ერთ ღამეზე დაახლოებით 100 ლარიდან იწყება და 1000 ლარს აჭარბებს.

მაგალითად, საახალწლო დღეებში გესთ–ჰაუსში – Guesthouse WIND, რომელიც  ცენტრს 2,8 კმ არის დაშორებული, 2 ადამიანს ერთი ღამით სტუმრობა 100 ლარი დაუჯდება. 

თუ ახალი წლის შეხვედრას აღნიშნულ გესთ–ჰაუსში გადაწყვეტთ, 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე სტუმრობაში 2 ადამიანს 300 ლარის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება სასტუმროებს, 4-ვარსკვლავიანი ORBI Palace Didveli, რომელიც ცენტრს 4კმ–ით არის დაშორებული, საახალწლო დღეებში 2 ადამიანს მასპინძლობას ერთ ღამეში 150 ლარად სთავაზობს. 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე 2 ადამიანს სასტუმროში სტუმრობა 730 ლარი დაუჯდება. .

31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში 4-ვარსკვლავიან BM Plaza–ში (ცენტრს  6 კმ–ით არის დაშორებული) სტუმრობისთვის 2 ადამიანს 1355 ლარის გაღება მოუწევს.

 

გუდაური

 

ტრადიციულად გუდაური ბაკურიანთან შედარებით მაღალ ფასებს ინარჩუნებს. კერძოდ, ერთ ღამეზე დაახლოებით 300 ლარიდან იწყება და 1000 ლარს აჭარბებს.

31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში გესთჰაუსი Guesthouse Sepe 2 ადამიანს დასვენებას 999 ლარად სთავაზობს.

რაც შეეხება სასტუმროებს, 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე 4–ვარსკვლავიან Gudauri Inn– ში სტუმრობა 2 ადამიანს 2018 ლარის დაუჯდება. სასტუმრო ცენტრს 700 მეტრით არის დაშორებული.

31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე  პერიოდში 3–ვარსკვლავიანი სასტუმრო Hotel Donata 2 ადამიანს მასპინძლობას 3600 ლარად სთავაზობს. იგი ცენტრს 100 მეტრით არის დაშორებული.

სასტუმრო Sky room Gudauri–ში სტუმრობა, რომელიც   ცენტრს 650 მეტრით არის დაშორებული, 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში 2 ადამიანს 2146 ლარი დაგიჯდებათ.

სასტუმრო Veranda Hotel (ცენტრს 1,3 კმ–ით არის დაშორებული) 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში 2 ადამიანს მასპინძლობას 1250 ლარად სთავაზობს.

მესტია


გუდაურთან და ბაკურიანთან შედარებით დაბალი ფასებია მესტიაში – ნომრის ფასი 1 ღამეზე 60 ლარიდან იწყება და 100 ლარს აჭარბებს. და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მესტიაში სასტუმროების რაოდენობას გესტ–ჰაუსების რაოდენობა სჭარბობს.

რაც შეეხება ნომრებს, 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე გესთ–ჰაუსში Manoni's Guesthouse, რომელიც ცენტრს 1 კმ–ით არის დაშორებული, 2 ადამიანს სტუმრობა 90 ლარი დაუჯდება. ამავე პერიოდში ამავე რაოდენობის ადამიანს გესთ–ჰაუსში Guesthouse am Museum სტუმრობა, რომელიც ცენტრს 400 მეტრით არის დაშორებული,  111 ლარი დაუჯდება. 300 ლარის გაღება მოგიწევთ წყვილს, თუ ამავე პერიოდში გესთ–ჰაუსში Guest House Keti Margiani  სტუმრობას გადაწყვეტთ. საოჯახო სასტუმრო ცენტრს 350 მეტრით არის დაშორებული.

უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმროებისა და გესთ–ჰაუსების ფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის. ასე მაგალითად, 3– ვარსკვლავიანი Lileo Hotel , რომელიც ცენტრს 850 მეტრით არის დაშორებული, 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში 2 ადამიანს  მასპინძლობას 330 ლარად სთავაზობს.

უფრო ძვირია მომსახურეობა იგივე 3– ვარსკვლავიან Hotel Banguriani–ში. ის 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში 2 ადამიანს დასვენებას 756 ლარად სთავაზობს. სასტუმრო ცენტრს1 კმ–ით არის დაშორებული.