ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან გამოაძევეს

2018-12-24 16:06:39
237

2018 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან გამოაძევეს.

როგორც საქართველოს შს სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 411 მოქალაქის დეპორტი განხორციელდა.

საქართველოს ყველაზე მეტი – 152 მოქალაქის დეპორტი გერმანიიდან მოხდა. მეორე ადგილს იკავებს ავსტრია 74 მოქალაქით, ხოლო მესამე ადგილს საფრანგეთი - 70 მოქალაქით.