ბოლო 3 თვის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე იტალიაში არ შეუშვეს

2018-12-24 15:33:50
453

2018 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე იტალიაში არ შეუშვეს. 

როგორც საქართველოს შს სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 603 მოქალაქეს ეთქვა. აქედან, საქართველოს ყველაზე მეტ – 158 მოქალაქეს იტალიაში შესვლაზე უთხრეს უარი, 69–ს – გერმანიაში შესვლაზე და 69–ს – კვიპროსში შესვლაზე.