საახალწლოდ ბათუმში იტალიელი მომღერალი ინგრიდი ჩამოვა

2018-12-24 15:15:23
113

საახალწლოდ იტალიელი მომღერალი ინგრიდი ბათუმის ბულვარში კონცერტს გამართავს. 

ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, კონცერტი 29 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება. 

ამასთან, 29-30 დეკემბერს, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა.