წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა

2018-12-21 19:38:26
200

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა.

ლაშა ტალახაძე წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თურქმენეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მან ჯამში 474 კილოგრამი დაძლია და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.