აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ჩამოყალიბდა

2018-12-21 15:42:07
238

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ჩამოყალიბდა.

როგორც რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურში აცხადებენ, ქვედანაყოფში გამწესებულმა სამხედროებმა სპეცმომზადების პროგრამა გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატები აქვთ მიღებული, რომელიც მათ სპეცსაშუალებებისა და იარაღის გამოყენების უფლებას ანიჭებთ.

უახლოეს ხანებში სამხედრო პოლიციელები თანამედროვე დაჯავშნულ ავტომობილებს «Тигр» მიიღებენ, ასევე სპეცსაშუალებებით, უახლესი სამხედრო ეკიპირებით «Колпак» და «Черепаха» აღიჭურვებიან. საბრძოლო ეკიპირების კომპლექტში შედის ჩაფხუტი, ფარი და სხეულის დაცვის საშუალებები.

ქვედანაყოფი ბაზის მუდმივი დისლოცირების ადგილზე, ასევე საველე გასვლებისას და შეკრებების დროს სამხედრო დისციპლინისა და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფადაა განკუთვნილი” - განმარტავენ პრეს-სამსახურში.