"კიდევ სცადე" - ილიას უნივერსიტეტის სტუდენტის პასუხი ლექტორს

2018-12-20 18:36:03
419

სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორი თემო შენგელაია სახალისო ისტორიას წერს, რომელიც მას გადახდა:

"ჩემმა სტუდენტებმა იციან, რომ გადაწერის ამბავს ძალიან მკაცრად ვაკონტროლებ, ვამოწმებ ყველაფერს, მათ შორის თუ ეჭვი მაქვს, ჯიბეებსა და საფულეებსაც კი. 

ჩამოვიარე "რეიდზე", 
ერთ-ერთი სტუდენტის ქუდის ნაკეციდან ვხედავ ფურცლის პატარა ნაწილი მოჩანს,
მეთქი ეგააა და
გამოვიჭირე,
ამოვიღე ფურცელი
ვხსნი და აწერია

Try Again (კიდევ სცადე)".