ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ

2018-12-20 12:19:27
491

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომავალ წელს ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ.

2019-2020 წლებში ხელფასი, წოდების მიხედვით, 7 526 სამხედროს გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით,“-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთავრობის წლიური ანგარიშის შეჯამებისას.

მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ჯარისკაცების ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას:“ჩვენ ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით გაიხსნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სამედიცინო ცენტრი და მომავალ წელს ამავე დროს განსაკუთრებული აქცენტი ჩვენ გვსურს რომ გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზეც,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.