"ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველია, რომელიც ექვსი ერის ჩაკეტილ კარს შეაღებს"

2018-12-19 22:19:43
211

ქართველი მსაჯი ექვს ერზე (U20) იმსაჯებს. ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველია, რომელიც ექვსი ერის ჩაკეტილ კარს შეაღებს. კარიერული გზაზე წინ მიიწევს შოთა თევზაძეც – 2019 წელს ორივე რაგბი ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე იმსაჯებს,- იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.

ევროპული რაგბის მწვერვალების დასაპყრობად ქართულ რაგბის მხარში ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტი დაუდგა, რომელმაც ნიჭიერი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებაზე იზრუნა. 

თევზაძემ ივნისში ურუგვაიში, ამაშუკელმა კი ინგლისში ნოემბერში იმსაჯა. ქართველებმა კარგი შეფასება მიიღეს. 

ნიკა ამაშუკელი 9 მარტს ინგლისში, მასპინძელთა და იტალიელთა 20-წლამდე ნაკრებების მატჩში რეფერი - მოედნის მსაჯი იქნება.

პირველად ექვსი ერის სტრუქტურაში, სადაც ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის კაცთა, ქალთა და 20-წლამდელთა ნაკრებები თამაშობენ მსაჯი არა ამ ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ ქართველი იქნება.