წერეთელმა გრიბოედოვის თეატრს გრიბოედოვის ქანდაკება უსახსოვრა

2018-12-19 16:49:12
220

რუსი პოეტისა და დიპლომატის ალექსანდრ გრიბოედოვის ძეგლის გახსნა გრიბოედოვის თეატრში 2018 წლის 24 დეკემბერს გაიმართება. ბრინჯაოს 2,1 მეტრი სიმაღლის ქანდაკება ზურაბ წერეთლის მიერ არის შექმნილი, რომელიც

გრიბოედოვის თეატრს საჩუქრად გადასცა,– იუწყება „სპუტნიკი“.  

მონუმენტი გრიბოედოვის თეატრის ფოიეში 19:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება.

ძეგლის გახსნის ცერემონიაზე ელოდებიან ზურაბ წერეთელს ვაჟთან ერთად. ღონისძიებაზე მოწვეული არიან ისტორიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი და სხვ.

გრიბოედოვის თეატრის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ განაცხადა, რომ წერეთლის მიერ შექმნილი ძეგლი ოთხ მილიონ დოლარად არის შეფასებული.