„ეკონომისტმა“ "წლის ქვეყნად" სომხეთი დაასახელა

2018-12-19 11:12:42
436

ლონდონში დაფუძნებულმა ავტორიტეტულმა გამოცემა „ეკონომისტმა“ "წლის ქვეყნად" სომხეთი დაასახელა. ჟურნალის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანას მიეცა „დემოკრატიისა და განახლების შანსი“ საპროტესტო გამოსვლის შედეგად მთავრობის მშვიდობიანად შეცვლის შემდეგ.

როგორც „ეკონომისტი“ აღნიშნავს, ყოფილი გამომძიებელი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პარლამენტარი ნიკოლ ფაშინიანი „კანონიერი და სწორი“ გზით მიიყვანა ხელისუფლების სათავეში კორუფციითა და არაკომპეტენტურობით აღშფოთებამ.

9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის ალიანს „ჩემ ნაბიჯს“ ხმების 70 პროცენტზე მეტი ერგო.

გამოცემა იქვე აღნიშნავს, რომ სომხეთს კვლავაც არ მოუგვარებია მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან უთანხმოება, რომელიც, შესაძლოა კვლავ „აალდეს“.

„ეკონომისტი“ 2013 წლიდან ასახელებს „წლის ქვეყანას“. ასეთად მიიჩნევენ ქვეყანას, რომელიც 12 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა.