საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

2018-12-18 10:40:32
175

 

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად გურამ მოდებაძე დანიშნა. ფედერაციის მიერ „ფეისბუქ“- გვერდით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება 17 დეკემბერს, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომამ მიიღო, რომელიც მედიისგან ფარულად ჩატარდა.


საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის - ილიას ილიადისის (ჯარჯი ზვიადაურის) კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ ფედერაციის აღმასკომმა სხვა ვარიანტი ამჯობინა.

გურამ მოდებაძე ოფიციალურად საქმიანობას რამდენიმე დღეში შეუდგება. 27-28 დეკემბერს ძიუდოისტები საქართველოს ჩემპიონატში ჩაებმებიან და შედეგებით ნაკრების ის შემადგენლობა გამოიკვეთება, რომელიც მომავალ სეზონში, საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.