გრიგოლ გეგელია: „პრეზიდენტი გაქრა“

2018-12-17 14:33:57
253

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს:

„პირველი საპრეზიდენტო ნიუსები:

ნიუსი 1. „კახეთის გზაზე ქვემეხი გადმოუვარდათ“. ინაუგურაციის მერე ნამეტანი დაულევია, დეპრესიაშია ისიც, ქარსელაშის შუბა ვერ დავხიეო.

ნიუსი 2. „პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირველ მიღებებს სასტუმროში გამართავს“.

ჯერ კიდევ 2013 წელს ეაჯებოდნენ ბატონ მეოთხეს, აქ შედიო და ქალბატონ მეხუთეს 5 წლის თავზე დეკემბერში ვერ დაახვედრეს საპრეზიდენტო ფლიგელი ერთი მისაღები ოთახით მაინც. ახლა კი სასტუმროშო უწევს. ზევიდან როგორ უნდა დარჩე ასე?!

3. „პრეზიდენტი გაქრა“

დილიდან პრეზიდენტს სასტუმროში უნდა ჰქონოდა მიღებები. მაგრამ იგი არსად ჩანს. ტელეფონს არ პასუხობს ადმინისტრაციის უფროსი, ჟვანია. უკვე არჩეულ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა ეკუთვნის. კანონის მიხედვით, პრეზიდენტს მუდამ თან უნდა ახლდეს მინიმუმ ერთი პირი. მაგრამ ამწამს უცნობია მისი ადგილმდებარეობა.

მრგვალ ბაღთან ვიკრიბებით მოთხოვნით „დაგვანახეთ პრეზიდენტი!“