ვიდეო ▶ დაპირისპირება ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის

16 December, 2018   1 თვის 4 დღის წინ
1178

 

გურჯაანში ვითარება დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროს თეიმურაზ კუატაძეს შორის.

კუპატაძე აქციის მონაწილეებთან იმ დროს მივიდა, როდესაც ისინი ცდილობდნენ თელავამდე გზა გაეგრძელებინა. 

ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელისგან მოითხოვა პასუხი, რატომ არ აძლევენ აქციის მონაწილეებს თელავში შესვლის უფლებას და რატომ დგას ავტობუსების ბარიკადები.

„რა უფლებით მიზღუდავ გადაადგილებას,“ - მიმართა ნიკა მელიამ თეიმურაზ კუპატაძეს.

ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

„მარშრუტი იყო დაანონსებული, საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ მიმართულებით. ყვარლის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში," - ამბობს კუპატაძე.