სააკაშვილი – ინაუგურაციაზე: "სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან"

2018-12-14 18:57:23
437

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე დამსწრებ სტუმართა სიას ეხმიანება და აცხადებს, რომ  საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი „ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან“.

“მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლას სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასე რომ, იმ უპრეცედენტოდ დაბალი დონის წარმომადგენლობის ფონზე, რაც "ინაუგურაციაზე" ჩამოდის, მისი გამოჩენა ზუსტად აჩვენებს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოში და ვის დაკრულზე ცდილობენ აცეკვონ ქართველი ერი“, –  წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება. საქართველოს 5-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55 -მდე ქვეყნის 150-მდე  წარმომადგენელი, მათ შორის ნიკოლა სარკოზი.