ზვიად პატარიძე მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს

2018-12-14 10:27:56
150

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 23-წლამდელ სპორტსმენთა შორის 2018 წლის საუკეთესო ათლეტად დაასახელა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ამ ასაკობრივ ჯგუფში წლეულს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იჭიდავა და ორივეგან ოქროს მედალი მოიპოვა.

23-წლამდელებში მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ქალ მოჭიდავედ იაპონელი რისაკო კავაი გამოცხადდა.

ზვიად პატარიძე მსოფლიოს ასაკობრივი პირველობების ექვსგზის ჩემპიონია. ორჯერ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჭაბუკებს შორის კონკურენციაში ავიდა, სამჯერ ახალგაზრდებში, ერთხელაც 23-წლამდელებში.