წელს 250–ზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს

2018-12-13 18:00:09
144

 

სულ მცირე, 251 ჟურნალისტია ციხეში მათი პროფესიული საქმიანობისთვის, „ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო ხშირად იყენებენ დაპატიმრებას დისიდენტების ჩასაჩუმებლად“, აცხადებს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი. ორგანიზაცია, რომელსაც ნიუ-იორკში აქვს შტაბ-ბინა, 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში წერს, რომ თურქეთში, ჩინეთსა და ეგვიპტეში ციხეში მოხვდა მსოფლიოში მთელი წლის განმავლობაში დაპატიმრებულ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი.