„ასეთი ძალების გააქტიურება შემაშფოთებელი ნიშანია...ხელისუფლება აშკარად უწყობს ხელს“

2018-12-11 18:22:58
434

პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, ჯერჯერობით რთულია აციონალისტური ძალების მასშტაბურობაზე საუბარი, თუმცა შესაძლებელია, არსებული შიდა პოლიტიკური და გარე ფაქტორების ერთობლიობის გათვალისწინებით, გარკვეული ალბათობის დაშვება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ იდეოლოგიის ძალებმა შეძლონ თავის მეტად წარმოჩენა. როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ, საქმიანობის გაგრძელებას პოლიტიკური მოძრაობის სახით.

რამდენად ძლიერია, ჯერ არ ვიცით. მაგრამ ყველა ასეთ ძალას სურს, წარმოაჩინოს, რომ ძლიერია და აბუქებს თავის შესაძლებლობებს. თუმცა, ასეთი ძალების გააქტიურება თავისთავად შემაშფოთებელი ნიშანია. მაგრამ კონკრეტულად რამდენი შეუძლიათ, ჯერ არ ვიცით. ის რაც აქამდე ვიცით არის ის, რომპატრიოტთა ალიანსმადიდი გაჭირვებით გადალახა 5%-იანი ბარიერი საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ერთადერთი პარტია იყო, რომელმაც უკეთესი შედეგები აჩვენა ადგილობრივ არჩევნებზე, ვიდრე საპარლამენტოზე, რაც მიანიშნებს, რომ ერთგვარად მზარდი ძალაა. „ქართული მარშისხვა ინდივიდებისგან შედგება, მაგრამ დაახლოებით იგივე სენტიმენტებზე და სლოგანებზე აპელირებენ და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ გაერთიანების შემთხვევაში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაძლიერდნენ,– განაცხადა ნოდიამ „რადიო თავისუფლების“ "დილის საუბრებში" სტუმარობისას.

ამ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას გია ნოდიას აძლევს ის პოლიტიკური გარემოც, რომელიც ამ ძალების ხელშემწყობია.

ხელისუფლება ამ ძალებს აშკარად უწყობს ხელს და მათ მოკავშირეებად ხედავს, მათ ძირითადი მოწინააღმდეგის - „ნაციონალური მოძრაობისწინააღმდეგპოტენციურად ხელისუფლებისთვისაც შეიძლება ეს ძალა საფრთხის შემცველი იყოს, მაგრამ ეჭვი მეპარება. ხელისუფლებას აქვს შიში, რომ საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებიდან გამომდინარე მართლაც არ შეკრას სხვა მესამე ძალა და ამიტომ ცდილობს მესამე ძალის იარლიყი და ბრენდი იმ ძალას მიაკეროს, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობასთან ჭიდილში მოკავშირედ განიხილავს,- ამბობს გია ნოდია.