სომხეთში ქალის მკვლელობისთვის რუსი სამხედრო დააკავეს

2018-12-11 16:00:19
240

 

სომხეთში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურე დააკავეს. სომხური მედიის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცი ქალაქ გიუმრის მკვიდრი 57 წლის ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაცია სომხეთის გენერალურმა პროკურატურამაც დაადასტურა.

როგორც პროკურატურის პრეს–მდივანმა არევიკ ხაჩატრიანმა განაცხადა, ქალაქ გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცი ეჭვმიტანილია 2 დეკემბერს 57 წლის ქალს ცემაში. ხაჩატრიანის ინფორმაციით, გიუმრის მკვიდრი ჯულიეტა ღაზარიანი საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა.

ცნობისთვის: 2015 წლის იანვარში გიუმრიში მოკლეს ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრი, მათ შორის რამდენიმე თვის ჩვილი. მომდევნო დღეს დააკავეს რუსი სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვი. სომხეთში სასამართლომ ის მკვლელობებში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2017 წელს პერმიაკოვი რუსეთს გადასცეს.

ავეტისიანების ნათესავები რუსეთისაგან მოითხოვენ ფულად კომპენსაციას 450 ათასი ევროს ოდენობით. ისინი რუსეთის ხელისუფლებას მიიჩნევენ დამნაშავედ იმაში, რომ შეიარაღებულ ძალებში მოხვდა ადამიანი ფსიქიკური გადახრებით.